აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 45 283 შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 45 283 შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 45 283 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 242 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს ტელეკომპანია „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-სი სულ გამოვლენილია კორონავირუსის 2 839 436 შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 129 676-ს შეადგენს.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით. შტატების უმეტესობაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის ზრდა ფიქსირდება.