აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 36 506 შემთხვევა დაფიქსირდა

12:32, 04.09.2020

აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 36 506 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1070 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში ამ დროისთვის რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის სულ ექვსი მილიონ 150 ათასზე მეტი შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 186 790-ს შეადგენს.

კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

მსგავსი