აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 224 258 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 3 848 პაციენტი კი გარდაიცვალა
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 224 258 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 3 848 პაციენტი კი გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 3 848 ადამიანი გარდაიცვალა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 224 258 ადამიანს დაუდასტურდა.

შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 23 071 000-ზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 384 653 -ს შეადგენს.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით. უკვე რვა დღეა, აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 200 000-ს აღემატება.