აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 22 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსის 22 000 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
აშშ-ში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების რიცხვი მთლიანობაში 1,180,288-ს აღწევს. მათ შორის გარდაცვალების 68,922 შემთხვევაა დადასტურებული.