აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 130 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 881 პაციენტი კი გარდაიცვალა
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 130 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 881 პაციენტი კი გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 1 881 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 130 759 ადამიანს დაუდასტურდა.

შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 26 317 000-ზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 443 355-ს შეადგენს.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით.