აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 47 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა
აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 47 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა

აშშ-ში კოორნავირუსი ბოლო დღე-ღამეში 47 ათასზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ეპიდემიის დაწყების დღიდან ეს ინფიცირების რეკორდულად მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელია.

აშშ-ში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრებს ამჟამად კალიფორნიის, ტეხასისა და არიზონის შტატები წარმოადგენს, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულად ზრდა ფიქსირდება.

როგორც ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა განაცხადა, შესაძლოა, აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ ყოველდღიურად 100 ათასს მიაღწიოს.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით. „კოვიდ-19“-ს ქვეყანაში 127 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.