აშშ-ში, ბალტიმორში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
აშშ-ში, ბალტიმორში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში, ბაპტისტურ ეკლესიასთან ახლოს სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაიჭრა.

როგორც „ასოშიეთედ პრესი“ იუწყება, სროლის ხმა ქალაქის დასავლეთ ნაწილში გაისმა, სადაც მოქალაქეები პიკნიკზე იყვნენ შეკრებილი.

პოლიციის შეფასებით, „ეს იყო ტრაგიკული და მზაკვრული თავდასხმა“.

მომხდარის მოტივზე გამოძიება ჯერ არ საუბრობს.