აშშ-ში ავტომობილის მძღოლი დააკავეს, რომელიც თეთრი სახლის ტერიტორიაზე შესვლას საშვის გარეშე ცდილობდა

18:42, 21.11.2019

ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურმა ავტომობილის მძღოლი დააკავა, რომელიც თეთრი სახლის ტერიტორიაზე შესვლას საშვის გარეშე ცდილობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი, რომელიც შავი ფერის „მერსედესს“ მართავდა, უკან მიჰყვებოდა ავტომობილს, რომელმაც საკონტროლო-გამშვები პუნქტი შეუფერხებლად გაიარა, რადგან შესაბამისი ნებართვა ჰქონდა.

უცნობია, რა მოტივი ამოძრავებდა მძღოლს, რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

 

მსგავსი