აშშ-ში ავტომობილების შეჯახების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას abc News-ი ავრცელებს.
შემთხვევა მერილენდის შტატში აშშ-ის დროით დილის 08:00 საათზე მოხდა.
გამომძიებლების თქმით, თავდაპირველად ერთმანეთს 23 ავტომობილი შეეჯახა, რასაც მეორე შეჯახება მოჰყვა, რომელშიც 20 ავტომობილი ფიგურირებდა.
მერილენდის სატრანსპორტო სამსახურის პოლიციის თანამშრომლები იძიებენ, თუ რა გახდა ავარიის მიზეზი.