აშშ-ში კერძო კომპანიის ავტობუსში სროლის დროს სამი ადამიანი მოკლეს. შემთხვევა ილინოისის შტატში მოხდა. როკფორდის პოლიციის ცნობით, ცეცხლი ერთ-ერთმა მგზავრმა გახსნა. მისი ვინაობა დადგენილია. ის 22 წლის რაჰემ კინგი აღმოჩნდა. მისი დაკავების მიზნით მიმდინარეობს სამძებრო ოპერაცია.
როგორც ცნობილია, სამგზავრო ავტობუსი კერძო კომპანიას ჰქონდა დაქირავებული. სროლის შესახებ პოლიციას მძღოლმა შეატყობინა.