აშშ-ში ავიაკატასტროფის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა
აშშ-ში ავიაკატასტროფის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში ავიაკატასტროფის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის ორი ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას „ენ-ბი-სი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ინციდენტი ახალი დაკოტას შტატში მოხდა. კატასტროფის დროს ბორტზე სულ 12 ადამიანი იმყოფებოდა. საჰაერო ხომალდი აიდაჰოში მიფრინავდა. მომხდარის ერთ-ერთ მიზეზად ცუდი მეტეოროლოგიური პირობები განიხილება.

ავიაკატასტროფის დროს გადარჩენილი სამი მგზავრი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. აშშ-ის საავიაციო სამმართველოში აცხადებენ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებს იკვლევენ.