აშშ-ში ასაფეთქებელი მოწყობილობების ამანათებით გაგზავნის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს
ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკოსებთან ამანათებით ასაფეთქებელი მოწყობილობების გაგზავნის საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანია Fox News-ის ცნობით, ეჭვმიტანილი ფლორიდაში დააკავეს. დაკავებულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
ს ასაფეთქებელი მოწყობილობები ბოლო სამი დღის განმავლობაში 12 მისამართზე გაიგზავნა. ყველა ადრესატი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრიტიკოსია. მათ შორისაა ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მსახიობი რობერტ დე ნირო, მილიარდერი ჯორჯ სოროსი. ამას გარდა, ამანათი მიიღეს ტელეკომპანია CNN-ის ოფისშიც.