აშშ-ში ახალი კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა
აშშ-ში ახალი კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა.

ამჯერად, ვირუსის დიაგნოზი პაციენტს ჩიკაგოში დასვეს.

ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში ადასტურებენ.

პაციენტი 60 წლის ქალია, რომელიც უხანის პროვინციაში დეკემბერში იმყოფებოდა. ამჟამად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

კიდევ ერთი შემთხვევა მანამდე, ვაშინგტონის შტატში დაფიქსირდა.