აშშ-ში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული პოლიციელის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო
აშშ-ში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული პოლიციელის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო

ამერიკის შეერთებულ შტატებში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველ დერეკ შოვინის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო.

„ბიბისის“ ინფორმაციით, დაიკითხა რამდენიმე თვითმხილველი, პროკურორებმა კი წარმოადგინეს გამვლელის მიერ გადაღებული, ცხრა წუთისა და 29 წამის ხანგრძლივობის ვიდეოკადრები, სადაც ნათლად ჩანს, როგორ ჰყავს გაკავებული სამართალდამცველს კისრის არეში მუხლის დაჭერით, სახით მიწისკენ დაწოლილი ჯორჯ ფლოიდი. ვიდეოკადრებში ასევე 27-ჯერ ისმის ჯორჯ ფლოიდის მიერ ნათქვამი „ვერ ვსუნთქავ“.

რეზონანსული საქმის სასამართლო განხილვა, რომელმაც გასული წლის მაისში მინიაპოლისსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია, სავარაუდოდ რამდენიმე კვირა გაგრძელდება.

ფლოიდის დაკავების ოპერაციაში მონაწილეობას კიდევ სამი სამართალდამცველი იღებდა. მათ წინააღმდეგ პროცესი მოგვიანებით, წლის განმავლობაში დაიწყება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დერეკ შოვინს 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.