აშშ-ში აცხადებენ, რომ რუსეთმა ანტისატელიტური რაკეტა გამოსცადა
აშშ-ში აცხადებენ, რომ რუსეთმა ანტისატელიტური რაკეტა გამოსცადა

აშშ-ში აცხადებენ, რომ რუსეთმა ანტისატელიტური რაკეტა გამოსცადა. ამის შესახებ აშშ-ის კოსმოსური ძალების მეთაურმა, გენერალმა ჯონ რეიმონდმა განაცხადა. აშშ-ის კოსმოსური ძალების სარდლობის ცნობით, რუსულ რაკეტას დედამიწის დაბალ ორბიტაზე სატელიტების განადგურება შეუძლია.

„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ აშშ-ისა და მოკავშირეების კოსმოსური სისტემების წინაშე საფრთხე რეალური, სერიოზული და მზარდია“, – განაცხადა გენერალმა.

მისი თქმით, ეს გამოცდა რუსეთის მიერ კოსმოსში იარაღზე კონტროლის შეთავაზების თვალთმაქცობას აჩვენებს. გენერალი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეთავაზების მიზანს მხოლოდ აშშ-ის შესაძლებლობების შეზღუდვა წარმოადგენს, რადგან თავად რუსული მხარე არ აპირებს კოსმოსური პროგრამების შეზღუდვას.