აშშ-ში 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
აშშ-ში 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა მოხდა შეერთებულ შტატებში. USGS- ის ცნობით, 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების ეპიცენტრი დელავერის შტატში ქალაქ დუვრის სიახლოვეს დაფიქსირდა. რყევები იგრძნობოდა მერილენდში, ნიუ ჯერსიში, ნიუ იორკში, პენსილვანიასა და ვირჯინიაშიც.

შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის ცენტრმა მიწისძვრის სიმძლავრე, თავდაპირველად, 5.1 მაგნიტუდით შეაფასა, თუმცა შეფასება მალევე 4.1-ზე ჩამოვიდა.
სოციალურ მედიაში წერდნენ, რომ ბიძგები იგრძნობოდა ბალტიმორში, მერილენდში, ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსიში.

დუვრის პოლიციის ცნობით, მიწისძვრას ზიანი არ მოჰყოლია.