აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ღონისძიებები გაიმართა
აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ღონისძიებები გაიმართა

აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ღონისძიებები გაიმართა. ასობით ადამიანი შეიკრიბა ნიუ იორკში, იმ ადგილას, სადაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორი შენობა იდგა. ზუსტად 08:46 საათზე, როდესაც ცენტრის ერთ-ერთ ცათამბჯენს ტერორისტების მიერ გატაცებული თვითმფრინავი დაეჯახა, გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მიაგო პატივი ტერაქტების მსხვერპლს. ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი პენტაგონში გაემგზავრა, სადაც გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისთვის ცერემონიალი გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა პირობა დადო, რომ მოძრაობა „თალიბანთან“ ბრძოლას გააგრძელებს.

2001 წლის 11 სექტემბერს „ალ-ქაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი კომერციული თვითმფრინავი გაიტაცეს. ორი მათგანით მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენზე თავდასხმა განხორციელდა, კიდევ ერთი საფრენი აპარატი პენტაგონის შენობას დაეჯახა, მეოთხე თვითმფრინავი კი სომერსეტის ოლქში ჩამოვარდა. ტრაგიკულ დღეს სამი ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ექვსი ათასი კი დაშავდა.