აშშ-ში 1-დოლარიანი მონეტის მოჭრა იგეგმება, რომელზეც დონალდ ტრამპი იქნება გამოსახული
სამახსოვრო 1-დოლარიანი მონეტის დიზაინი
აშშ-ში, ქვეყნის დაარსებიდან 250 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, სამახსოვრო 1-დოლარიანი მონეტის მოჭრა იგეგმება, რომელზეც დონალდ ტრამპი იქნება გამოსახული. სამახსოვრო მონეტის დიზაინი უკვე გამოქვეყნდა.
აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა ტრამპის გამოსახულებიანი მონეტა „პატრიოტიზმის სიმბოლოდ“ შეაფასა. როგორც წესი, აშშ-ის ვალუტაზე ცოცხალი ადამიანის გამოსახვა აკრძალულია, თუმცა იგეგმება კანონის მიღება, რომელიც დონალდ ტრამპს საშუალებას მისცემს, 250-დოლარიან ბანკნოტზეც გამოისახოს.