აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა სირიელი ქურთების დაჯგუფებამ ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი დეირ ალ-ზორი დაიკავა
აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა სირიელი ქურთების დაჯგუფებამ ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი დეირ ალ-ზორი დაიკავა

აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა სირიელი ქურთების დაჯგუფებამ ქვეყნის აღმოსავლეთში, მდინარე ევფრატზე მდებარე ქალაქი დეირ ალ-ზორი დაიკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, სირიის სამთავრობო ჯარები და მისი ირანელი მოკავშირეები ქალაქიდან გავიდნენ.

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ქურთული და სხვა ადგილობრივი ჯგუფებისგან დაკომპლექტებულმა „სირიის დემოკრატიულმა ძალებმა“ გადამწყვეტი როლი ითამაშეს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დამარცხებაში.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქურთმა მებრძოლებმა კონტროლი დაამყარეს სირია-ერაყის სასაზღვრო გადასასვლელზე ალბუ კამალში.