აშშ-ის სენატმა თურქეთისთვის F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვა აკრძალა
აშშ-ის სენატმა თურქეთისთვის F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიყიდვა აკრძალა. ამის შესახებ ამერიკელი კანონმდებლების მიერ დამტკიცებულ 2019 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონშია ნათქვამი.
აკრძალვის ერთ-ერთ მიზეზად თურქეთის მიერ რუსული C-400-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შეძენის განზრახვა და რუსეთთან ურთიერთობების გაფართოების მცდელობები დასახელდა.
ამერიკელი კანონმდებლების აზრით, თურქეთის გეგმები ნატო-ს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. აშშ-ის სენატის გადაწყვეტილებას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ანკარა რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენაზე უარს არ იტყვის.