აშშ-ის საპასუხოდ ჩინეთი ამერიკულ პროდუქტზე ფასებს გაზრდის
აშშ-ის საპასუხოდ ჩინეთი ამერიკულ პროდუქტზე ფასებს გაზრდის

ოფიციალური პეკინი აშშ-ის მიერ ჩინურ იმპორტზე ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მიიღებს შესაბამის ზომებს და თანაბარი მასშტაბებით გაზრდის ფასებს ამერიკულ პროდუქტზე.

„ჩინური მხარე მკაცრად გმობს და უპირისპირდება აშშ-ის მიერ წარმოდგენილი პროდუქციის სიას, რომლებზეც ტარიფები გაიზრდება. როგორც ჩინური ანდაზა ამბობს, სამაგიეროს გადახდა ზრდილობის ნაწილია“, – ნათქვამია ჩინეთის საელჩოს განცხადებაში.

ჩინეთმა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციას მიმართა და ამცნო, რომ აშშ-ის საპასუხოდ სამ მილიარდამდე ღირებულების ამერიკულ იმპორტზე ტარიფების გაზრდას გეგმავს. პროდუქციას შორის იქნება ღორის ხორცი და თხილი. ამის შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი.

ამ გზით ჩინეთმა შეასრულა კანონიერი ვალდებულებები და მის მიერ დაგეგმილი საპასუხო ზომების შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა და სხვა წევრი ქვეყნების ინფორმირება მოახდინა.