აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ეწვევა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელი მომავალ კვირაში საქართველოში ჩავა.

“მიტჩელი ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ თბილისში ჩავა. ის სიტყვით გამოვა NATO-საქართველოს ფორუმზე, ასევე შეხვდება საქართველოს მთავრობის წევრებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მიტჩელი ასევე შეხვდება აშშ-ის სავაჭრო პალატის წევრებს და აშშ-ის სახელით მხარდაჭერას გამოუცხადებს საქართველოს სწრაფვას, ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაცია მოახდინოს”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
მიტჩელის საქართველოში ვიზიტის ზუსტი თარიღი არ დაუსახელებიათ.

ამასთან ცნობილია, რომ ის საქართველოს შემდეგ უკრაინაში ჩავა. ამერიკელ დიპლომატს კიევში 1-3 მაისს ელოდებიან.