აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ჰამასის“ ლიდერი ტერორისტად გამოაცხადა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ჰამასის“ ლიდერი ტერორისტად გამოაცხადა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ისლამური პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე ტერორისტად გამოაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ჰანიე ეგვიპტეში მოქმედ ორ ისლამურ დაჯგუფებასა და პალესტინის ტერიტორიაზე ერთ დაჯგუფებასთან ერთად გლობალურ ტერორისტად სახელდება.

სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის განმარტებით კი ეს გამოცხადება ეხება საკვანძო პერსონებსა და ლიდერებს, რომლებიც ირანის მიერ დაფინანსებულ დაჯგუფებებთან არიან კავშირში და რომლებიც ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობას ხელს შეგნებულად უშლიან, ასევე თავს ესხმიან აშშ-ის მოკავშირე ეგვიპტესა და ისრაელს.

ღაზაში კი „ჰამასის“ წარმომადგენელმა, ისმაელ რადვანმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ჰანიეს ვერ დააზარალებს, რადგან არაბულ და ისლამურ სამყაროში ის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი პოლიტიკური ლიდერია.