აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს მსოფლიო მასშტაბით ტერორისტული საფრთხეების შესახებ აფრთხილებს

10:37, 07.12.2017

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს მსოფლიო მასშტაბით ტერორისტული საფრთხეების შესახებ აფრთხილებს. საგარეო უწყება ამერიკელებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ მაქსიმალური სიფრთხილე და გადადგან შესაბამისი ნაბიჯები მოგზაურობის დროს მათივე უსაფრთხოების გასაზრდელად, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

ტერორისტული საფრთხეების გარდა მოგზაურებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ შესაძლო პოლიტიკური არასტაბილურობის, ძალადობისა და დემონსტრაციების გამო. საუბარია 14 სექტემბერს გამოქვეყებულ დოკუმენტში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა რამდენიმე საათის წინ განაახლა.

 

მსგავსი