აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - რექს ტილერსონი ლიბანის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს 
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - რექს ტილერსონი ლიბანის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ლიბანის დამოუკიდებლობას მხარს უჭერს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ტილერსონისა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრის სატელეფონო საუბარზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჰარირის გადადგომის გადაწყვეტილებამ ლიბანი პოლიტიკურ კრიზისში ჩააგდო. რამდენიმე დღის წინ ჰარირის სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ, რომლის განცხადებით, ლიბანური პოლიტიკური ძალები ახლა ქვეყნის შიგნით მიმდინარე კრიზისებზე უნდა ორიენტირდნენ.

ლიბანის შიდა პოლიტიკაში ჩარევას უარყოფს ირანი. ოფიციალური თეირანის განცხადებით, ისინი მოხარულები არიან, რომ ჰარირი სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს.
საად ჰარირის პრემიერის პოსტიდან წასვლამ ლიბანი საუდის არაბეთსა და ირანს შორის არსებული დაპირისპირების ფრონტის ხაზზე მოახვედრა.

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა საად ალ-ჰარირიმ გადადგომის შესახებ განცხადება 4 ნოემბერს ერ-რიადიდან გააკეთა.