აშშ-სა და საბერძნეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხზე პირველი შეხვედრა შედგა
აშშ-სა და საბერძნეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხზე პირველი შეხვედრა შედგა. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.
მისი თქმით, მხარეებმა მრავალი საკითხი განიხილეს, მათ შორის თავდაცვა და უსაფრთხოება, ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდამცველი ორგანოების დონეზე თანამშრომლობა, ვაჭრობა, ინვესტიციები და ენერგეტიკა.
მაიკ პომპეო ასევე მიესალმება საბერძნეთის ძალისხმევას ენერგეტიკული ნაკადების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით, კერძოდ, ტრანსადრიატიკული გაზსადენის მშენებლობას, რომელიც ისეთ ქვეყნებს, როგორც ბულგარეთია შესაძლებლობას მისცემს შეამციროს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება.
საბერძნეთის მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ესწრებოდა. ერთობლივ განცხადებაში მხარეებმა განაცხადეს, რომ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და მოდერნიზებისკენ მიისწრაფვიან .