აშშ-სა და კანადაში კომპანია „კაპიტალ უანის“ 106 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა
აშშ-სა და კანადაში კომპანია „კაპიტალ უანის“ 106 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა

აშშ-სა და კანადაში კომპანია „კაპიტალ უანის“ 106 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, კიბერდამნაშავემ კომპანიის მომხმარებლების სახელები, მისამართები და ტელეფონის ნომრები ჩაიგდო ხელში.

ამასთან ერთად, დამნაშავის ხელში აღმოჩნდა მომხმარებლების საბანკო ბალანსებისა და საკრედიტო ლიმიტების მონაცემები, ასევე სოციალური დაზღვევის ნომრები.

ამერიკული საბანკო ჰოლდინგის განცხადებით, ჰაკერული თავდასხმის დროს ბოროტმოქმედმა 100 მილიონი ამერიკელი და ექვსი მილიონი კანადელი მომხმარებლის მონაცემები მოიპოვა. თავდასხმა 19 ივლისს განხორციელდა.

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა მომხდართან დაკავშირებით ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. 33 წლის მეისი ტომპსონი წარსულში სიეტლის ტექნოლოგიურ კომპანიაში ინჟინრად მუშაობდა. მას კანონით გათვალისწინებული ხუთწლიანი პატიმრობა და ჯარიმის სახით 250 ათასი დოლარის გადახდა ემუქრება.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული თავდასხმა საბანკო ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო.