აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა ჩინეთის ელჩთან დისკუსიას გულწრფელი და პროდუქტიული უწოდა
აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა ჩინეთის ელჩთან დისკუსიას გულწრფელი და პროდუქტიული უწოდა

აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა, ჯანეტ იელენმა ჩინეთის ელჩთან დისკუსიას გულწრფელი და პროდუქტიული უწოდა. ამის შესახებ აშშ-ს ფინანსთა დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

„როიტერის“ ცნობით, აშშ-ს ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი და ჩინეთის ელჩი აშშ-ში სი ფანგი იელენის პეკინში დაგეგმილი ვიზიტის წინ შეხვდნენ.

„იელენმა და სიმ გამართეს „გულწრფელი და პროდუქტიული დისკუსია“, რომელიც მოიცავდა გლობალურ და ორმხრივ საკითხებს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

მედიის ცნობით, სიმ გამოთქვა ჩინეთის შეშფოთება ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებით და სთხოვა აშშ-ს ზომების მიღება მათ მოსაგვარებლად. მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ შეერთებული შტატები და ჩინეთი გამორიცხავენ ჩარევას დიალოგის გაძლიერებისას.

ცნობისთვის, აშშ-ის ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი 6-9 ივლისს ჩინელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრებისთვის ჩინეთში გაემგზავრება.