აშშ-ს და თალიბანს შორის მოლაპარაკებების მერვე რაუნდი დასრულდა
აშშ-ს და თალიბანს შორის მოლაპარაკებების მერვე რაუნდი დასრულდა

აშშ-ს და თალიბანს შორის მოლაპარაკებების მერვე რაუნდი დასრულდა. მხარეები ხელშეკრულებაზე მსჯელობენ, რაც ვაშინგტონს ყველაზე ხანგრძლივი ომის დასრულებისა და ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის საშუალებას მისცემს.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, მოლაპარაკებაში ჩართული მხარეები თავიანთ ლიდერებთან სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავენ. აშშ-სა და თალიბანს შორის მოლაპარაკებები ყატარში მიმდინარეობს. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, ავღანეთიდან აშშ-ის ჯარები გამოვა, სანაცვლოდ კი თალიბანი პასუხისმგებლობას აიღებს, რომ ავღანეთი არ იქნება გამოყენებული, როგორც საზღვარგარეთ თავდასხმების დაგეგმვის ბაზა. პაქტი სავარაუდოდ მოიცავს ხელისუფლების განაწილებას თალიბანსა და აშშ-ისგან მხარდაჭერილ მთავრობას შორის.