აშშ-ი რუსეთს ახალ სანქციებს უახლოეს მომავალში დაუწესებს
აშშ-ი რუსეთს ახალ სანქციებს უახლოეს მომავალში დაუწესებს

აშშ-ი რუსეთს ახალ სანქციებს უახლოეს მომავალში დაუწესებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა.

სტივენ მნუჩინის თქმით, სანქციები აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ე.წ. „კრემლის სიაში“ შესულ პირებზე გავრცელდება.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ პარალელურად სახელმწიფო დეპარტამენტი ამუშავებს შემზღუდავ ზომებს, რაც გავლენას მოახდენს რუსეთის თავდაცვით-ინდუსტრიულ სექტორსა და მის სპეცსამსახურებზე.

იანვარში გამოქვეყნებულ „კრემლის ანგრიშში“ 114 რუსი პოლიტიკოსი, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მთავრობის წევრები, ასევე 96 რუსი ბიზნესმენია შესული.