რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოცხადებას აშშ დღეისთვის გეგმავს
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოცხადებას აშშ დღეისთვის გეგმავს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოცხადებას დღეს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

როგორც მედიასაშუალებისთვის გახდა ცნობილი, იგეგმება შავ სიაში 30 რუსული ორგანიზაციის შეყვანა, ამასთან აშშ-დან რუსეთის ათი პირის გაძევება.

სანქციების დაწესება სამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული კომპანია „სოლარვინდის“ პროგრამული უზრუნველყოფის წინააღმდეგ განხორცილებელ კიბერთავდასხმაზე საპასუხოდ იგეგმევა. კიბერშეტევის შედეგად ჰაკერებმა ათასობით კომპანიისა და სახელმწიფო უწყებების მონაცემებზე წვდომა მოიპოვეს. აღნიშნულ კიბერთავდასხმას კომპანია „მაიკროსოფტის“ პრეზიდენტმა ბრედ სმიტა მთელ მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური და რთული უწოდა.

„როიტერი“ ასევე წერს, რომ აშშ გეგმავს, დასაჯოს მოსკოვი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარებისთვის. გასულ თვეში აშშ-ის დაზვერვის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სავარაუდოდ რუსეთის პრეზიდენტის პირადი განკარგულებით ხორციელდებოდა ძალისხმევა არჩევნებში ყოფილი პრეზიდნეტის დონალდ ტრამპის სასარგებლოდ.

დატოვე კომენტარი