აშშ-ი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს უახლოესი 30 დღის განმავლობაში დააწესებს
აშშ-ი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს უახლოესი 30 დღის განმავლობაში დააწესებს

აშშ-ი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს უახლოესი 30 დღის განმავლობაში დააწესებს, – ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა კალიფორნიის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გასულ კვირას სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სანქციებზე მუშაობა მიმდინარეობდა. მისი თქმით, ახალი შემზღუდავი ზომები ე.წ. კრემლის ანგარიშის საფუძველზე მომზადდება.

საუბარია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის გამოძიების შედეგების გათვალისწინებას გეგმავს.

16 თებერვალს არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე მომუშავე სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის ოფისმა გამოძიების პირველი შედეგები გამოაქვეყნა. აშშ-ის 2016 წლის საარჩევნო კამპანიაში ჩარევაში რუსეთის 13 მოქალაქე და სამი იურიდიული პირი დაადანაშაულეს, მათ შორის სანკტ-პეტერბურგში განთავსებული ე.წ. ტროლების ქარხანას.

29 იანვარს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა კონგრესს კრემლთან დაკავშირებული პოლიტკოსებისა და ბიზნესმენების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

ანგარიშის “შავ სიაში“ 210 ადამიანი მოხვდა, მათ შორის, რუსეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები და ბიზნესმენები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „შავი სიის“ გამოქვეყნება ამ პირების წინააღმდეგ სანქციების ავტომატურად დაწესებას არ ნიშნავს. შემზღუდავი ზომების ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება ცალკე უნდა მიიღონ.