ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს 16 აპრილს გამოაცხადებს, – ამის შესახებ ინფორმაციას, გაერო-ში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელ ნიკი ჰეილიზე დაყრდნობით, CBS News-ი ავრცელებს.
„ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ხვალ გამოცხადდება“,- განაცხადა ჰეილიმ CBS-ის ეთერში.
ნიკი ჰეილის თქმით, სანქციები იმ საწარმოებს შეეხება, რომლებიც ასადს ტექნოლოგიებს აწვდიან.
მანამდე გაზეთმა „კომერსანტმა“ გაავრცელა ცნობა, რომ აშშ-ი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას აპირებს.