აშშ-ის ქარიშხალი ფლორენსი უახლოვდება
აშშ-ის ქარიშხალი ფლორენსი უახლოვდება

აშშ-ის ქარიშხალი ფლორენსი უახლოვდება. აღმოსაველთ სანაპიროზე მასობრივი ევაკუაცია მიმდინარეობს. საკუთარი სახლების მიტოვება სამას ათასზე მეტ ადამიანს უკვე მოუწია. ქარიშხალი აშშ-ს დღეს საღამოს მიაღწევს.

მანამდე სინოპტიკოსებმა გაავრცელეს ცნობა, რომ სტიქია შესუსტდა და ახლა მას მესამე კატეგორია აქვს მინიჭებული. სულ ევაკუაციის შესახებ განკარგულება მილიონ შვიდასი ათასმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინის და ვირჯინიის შტატების მცხოვრებლებმა. ამ შტატებში საგანაგებო მდგომარეობის რეჟიმია გამოცხადებული. რამდენიმე ავტომაგისტრალზე მანქანებით გადაადგილება უკვე მხოლოდ ცალმხრივად არის შესაძლებელი, რათა ევაკუაცია სწრაფად განხორციელდეს.

მეტეოროლოგები სანაპიროზე დიდ ტალღებს პროგნოზირებენ, რამაც შესაძლოა, რამდენიმე რაიონის დატბორვა გამოიწვიოს.