აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი მოსკოვში ჩავიდა
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი მოსკოვში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი მოსკოვში ჩავიდა. ჯონ ბოლტონი ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს. დაგეგმილია მოლაპარაკებები რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და ვლადიმერ პუტინთან.

ვიზიტის დროს ბოლტონი ყურადღებას გაამახვილებს საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა მოსკოვი ამ ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულა და შეთანხმებიდან გასვლა დააანონსა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის შემდეგ ტრამპის მრჩეველი აზერბაიჯანს, საქართველოს და სომხეთს ეწვევა.