აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი მოსკოვს ეწვევა 
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი მოსკოვს ეწვევა 

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯონ ბოლტონი მოსკოვში ჩავა.

როგორც კრემლში აცხადებენ, ჯონ ბოლტონი რუსეთის დედაქალაქს მომავალ კვირაში ეწვევა.

ვიზიტის მთავარი თემა დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრის ორგანიზებაა.

ბოლტონის რუსეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პერსკოვმაც დაადასტურა, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ ის ვლადიმერ პუტინს ზაფხულში შეხვდებოდა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრა, აშშ-ის პრეზიდენტის დიდი ბრიტანეთში ვიზიტის შემდეგ ან ნატო-ს ივლისის სამიტამდე გაიმართება.