აშშ-ის პრეზიდენტის ექიმი აცხადებს, რომ ტრამპი ჯანმრთელია და საღად აზროვნებს
აშშ-ის პრეზიდენტის ექიმი აცხადებს, რომ ტრამპი ჯანმრთელია და საღად აზროვნებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ექიმი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი სრულიად ჯანმრთელია, საღად აზროვნებს და ტაბლოიდური ფსიქიატრების მოსაზრებები სიმართლეს არ შეესაბამება. რონი ჯექსონმა ამის შესახებ თეთრ სახლში რეპორტიორებთან შეხვედრისას ისაუბრა.

დონალდ ტრამპი მისი პრეზიდენტობის განმავლობაში ყოველწლიური სამედიცინო შემოწმება პირველად ჩაუტარდა.

ჯანმრთელობის გამოკვლევები ტრამპმა აშშ-ში ამერიკელი ესეისტისა და ჟურნალისტის, მაიკლ უოლფის წიგნის გამოცემის შემდეგ ჩაიტარა, რომელსაც ვაშინგტონში დიდი მღელვარება მოჰყვა

ავტორი აქამდე უცნობ ფაქტებზე წერს, რომლებიც მან ანონიმური წყაროებისა და ტრამპის გარემოცვის წევრების საშუალებით მოიპოვა. წიგნში დონალდ ტრამპი ინფანტილურ, ჩამოუყალიბებელ პიროვნებად არის წარმოდგენილი, რომელიც პრეზიდენტის პოსტისთვის შეუფერებელია.

ჯექსონის თქმით, ტრამპს სავარაუდოდ, „კარგი გენეტიკა“ აქვს, რადგან სწრაფი კვების მოყვარულობის ფონზე ჯანმრთელობის მხრივ ასეთ კარგ ფორმაშია.