აშშ - პოლონეთის თავდაცვის ახალი პაქტის თანახმად, პოლონეთში დამატებით 1 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე განთავსდება
აშშ - პოლონეთის თავდაცვის ახალი პაქტის თანახმად, პოლონეთში დამატებით 1 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე განთავსდება

აშშ – პოლონეთის თავდაცვის ახალი პაქტის თანახმად, პოლონეთში დამატებით 1 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე განთავსდება. „გაძლიერებული თავდაცვის თანამშრომლობის შეთანხმებას“ ხელი ვარშავაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს მოეწერა.

შეთანხმების მიხედვით, ამერიკული სამხედრო კონტიგენტის რაოდენობა პოლონეთში 5 500 ჯარისკაცამდე გაიზრდება.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების რაოდენობა შესაძლოა უმოკლეს დროში 20 000-მდე გაიზარდოს, თუ საფრთხე ამას გაამართლებს.

ამჟამად პოლონეთში 4 500 ამერიკელი სამხედრო იმყოფება. აშშ-ს არმიის მე-5 კორპუსის შტაბი ასევე გადავა გერმანიიდან პოლონეთში.