აშშ მოუწოდებს აზერბაიჯანსა და სომხეთს, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულება შეასრულონ
აშშ მოუწოდებს აზერბაიჯანსა და სომხეთს, შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულება და შეწყვიტონ სამოქალაქო რაიონების მიმართულებით ცეცხლი. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
„აშშ მოუწოდებს აზერბაიჯანსა და სომხეთს, შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და შეწყვიტონ ცეცხლი სამოქალაქო რაიონების მიმართულებით, როგორიცაა განჯა და სტეპანაკერტი. ჩვენ ვწუხვართ ადამიანების გარდაცვალების გამო და მშვიდობიანი დარეგულირების ერთგულები ვრჩებით“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებაში.
The United States calls on Azerbaijan and Armenia to implement their commitments to a ceasefire as agreed and cease targeting civilian areas, such as Ganja and Stepanakert. We deplore the loss of human life and remain committed to a peaceful settlement.
— Secretary Pompeo (@SecPompeo) October 13, 2020