აშშ-ის მხრიდან ახალ სანქციებზე გავრცელებული ცნობის შემდეგ, რუსული კომპანიების აქციები მკვეთრად გაუფასურდა
აშშ-ის მხრიდან ახალ სანქციებზე გავრცელებული ცნობის შემდეგ, რუსული კომპანიების აქციები მკვეთრად გაუფასურდა

აშშ-ის მხრიდან რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ გავრცელებული ცნობის შემდეგ, რუსული კომპანიების აქციები მკვეთრად გაუფასურდა. რუსული ავიაკომპანია „აეროფლოტის“ აქციები 11%-ით გაიაფდა, „ვითიბი ბანკის“ – 6%-ით, სბერბანკის კი,- 5,2%-ით.

პარალელურად რუსული ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.

შეგახსენებთ, 8 აგვისტოს, საღამოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განაცხადეს. როგორც ვაშინგტონში ამბობენ, აშშ-მა დაადგინა, რომ დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერში რუსი ყოფილი ორმაგი აგენტისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთია დამნაშავე.

ამის გამო აშშ რუსეთის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოუყენებლობის შესახებ კონვენციის დრღვევისთვის დაადანაშაულეს.სანქციების პირველი პაკეტი 22 აგვისტოს შევა ძალაში, ხოლო მეორე სამი თვის შემდეგ.
როგორც ვარაუდობენ, სანქციების მეორე პაკეტი ასევე მოიცავს რუსული „აეროფლოტისთვის“ აშშ-ში ფრენების აკრძალვას. ასევე გათვალისწინებულია რუსეთის სახელმწიფო ბანკების აქტივების გაყინვა და რუსულ სახელმწიფო ობლიგაციების გამოყენებაზე ფაქტობრივი შეზღუდვა.