აშშ-მა თბილისში პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებისთვის 700 ათასი დოლარი გამოყო
აშშ-მა თბილისში პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებისთვის 700 ათასი დოლარი გამოყო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თბილისში პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებისთვის 700 ათასი დოლარი გამოყო. ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

„ბავშვები ავად არ უნდა ხდებოდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ ასეც ხდება. იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, ჰქონდეს უმაღლესი დონის ცენტრი სიმსივნის სრულყოფილი მკურნალობისთვის, ამერიკის მთავრობამ „გლობალ ჰილინგსა“ და „ჯო ენის“ სამედიცინო ცენტრს $700 000 დოლარი გადასცა, რაც თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებას მოხმარდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟით, „ჯო ენის“ სამედიცინო ცენტრის ბაზაზე შეიქმნება.