აშშ-მა შავ სიაში შეიყვანა შვიდი ჩინური კომპანია, რომლებსაც სამხედროებისთვის სუპერკომპიუტერების შექმნაში ადანაშაულებენ
აშშ-მა შავ სიაში შეიყვანა შვიდი ჩინური კომპანია, რომლებსაც სამხედროებისთვის სუპერკომპიუტერების შექმნაში ადანაშაულებენ

აშშ-მა შავ სიაში შეიყვანა შვიდი ჩინური კომპანია, რომლებსაც სამხედროებისთვის სუპერკომპიუტერების შექმნაში ადანაშაულებენ.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ჩინეთის წინააღმდეგ მსგავსი სანქციები დააწესა, რაც ჩინეთს ამერიკულ ტექნოლოგიებთან წვდომას შეუზღუდავს.

ე.წ. შავ სიაში მოხვდა სამი კომპანია და ჩინეთის ეროვნული სუპერკომპიუტერების ცენტრის ოთხი ფილიალი.

ვაშინგტონის განკარგულებით, ამერიკულ კომპანიებს ამ ჯგუფებისთვის ტექნოლოგიების გადაცემა, სათანადო ნებართვის გარეშე, ეკრძალებათ.

აშშ-ის კომერციის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ჩინური კომპანიები ჩართული იყვნენ „სუპერ კომპიუტერების“ შექმნის პროცესში, რომელიც ჩინელი სამხედროებისთვის არის განკუთვნილი და ხელს უწყობენ მასობრივი განადგურების იარაღის განვითარებისკენ მიმართულ პროგრამებს.

შავ სიაში მოხვედრილი კომპანიები მუშაობენ პეკინის გეგმაზე, რომელიც უცხოეთში წარმოებულ პროცესორებზე ჩინეთის დამოკიდებულების შემცირებას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი