აშშ-მა სამხრეთის საზღვარზე მიგრანტების რაოდენობის ზრდის გამო, მიგრანტი ოჯახების დაჩქარებული დეპორტაციისთვის საჰაერო რეისები განაახლა
აშშ-მა სამხრეთის საზღვარზე მიგრანტების რაოდენობის ზრდის გამო, მიგრანტი ოჯახების დაჩქარებული დეპორტაციისთვის საჰაერო რეისები განაახლა

აშშ-მა სამხრეთის საზღვარზე მიგრანტების რაოდენობის ზრდის გამო, მიგრანტი ოჯახების დაჩქარებული დეპორტაციისთვის საჰაერო რეისები განაახლა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების განცხადებით, რეისების განხორციელდება გვატემალელი, ჰონდურასეი და ალვადორელი მიგრანტი ოჯახების დეპორტაცია, რომლებსაც ქვეყანაში დარჩენის კანონიერი საფუძველი არ გააჩნიათ.

„ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებით, რომ ისინი, ვისაც არ აქვთ აშშ-ში დარჩენის უფლება, დაუყოვნებლივ დატოვებენ ქვეყანას“, – ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე დაკავებული მიგრანტების რაოდენობა 2000 წლის აპრილის შემდეგ რეკორდულად გაიზარდა.