სპეცსამსახურების ხელმძღვანელების ვიზიტის გამო, აშშ-მა სანქციების მოქმედება დროებით შეაჩერა
სპეცსამსახურების ხელმძღვანელების ვიზიტის გამო, აშშ-მა სანქციების მოქმედება დროებით შეაჩერა

რუსეთის სპეცსამსახურების აშშ-ში ვიზიტის გამო, ქვეყნის ხელისუფლებამ სანქციების მოქმედება დროებით შეაჩერა.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა.

ჰითერ ნაუერტის თქმით, აშშ-მა შესაძლოა, გამონაკლისი დაუშვას სანქციების ქვეშ მყოფ ადამიანებზე, თუ საქმე უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ ინტერესებს ეხება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთის სპეცსამსხურების ხელმძღვანელთა ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ტერორიზმის წინააღმდეგ თანამშრომლობას უკავშირდება.

„არ არსებობს არავითარი საიდუმლო. მიუხედავად რუსეთის ხელისუფლებასთან ბევრი უთანხმოებისა, არსებობს სფეროები, სადაც ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ. ერთ-ერთი ასეთი სფერო კი ტერორიზმთან ბრძოლაა“, – თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

აშშ-ში ვიზიტით რუსეთის საგარეო დაზვერვის, ფედერალური უსაფრთხოებისა და გენშტაბის მთავარი სამართველოს ხელმძღვანელები იმყოფებიან.