აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა, ამის მიზეზი სირიის შეიარაღებული ძალებისთვის საწვავის მიწოდება გახდა.

სანქციების სიაში მოხვდა კომპანია „მერითაიმ ესისთენსი“ და კომპანიის თანამშრომლები. აშშ-ში მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს კომპანია უზრუნველყოფს სირიაში მყოფი რუსი ჯარისკაცების საწვავით.

მოსკოვში აშშ-ს მიერ სანქციების სიის გაფართოება მიუღებლად მიაჩნიათ. საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, ეს არის ძველი ამერიკული პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც ცალმხრივ სანქციებზეა დაფუძნებული.