აშშ-მა მიანმარის სამხედრო დაჯგუფების 10 მოქმედ და ყოფილ წევრს სანქციები დაუწესა

22:59, 11.02.2021

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიანმარის სამხედრო დაჯგუფების 10 მოქმედ და ყოფილ წევრს სანქციები დაუწესა.

მიანმარის ხელისუფლებამ დაუყონებლივ უნდა აღადგინოს ქვეყანაში დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მმართველობა, გაათავისუფლოს დაკავებულები და ყველაფერი გააკეთოს, რათა მშვიდობიან პროტესტს ძალადობით არ გაეცეს პასუხი“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოხდა. მთავარსარდალმა მინ აუნ ჰლაინმა ძალაუფლება გადაიბარა და ქვეყანაში ერთი წლით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სამხედროები 8 ნოემბერს ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნების შედეგებს, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ-დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ ხმების უმრავლესობა მოიპოვა, არ ეთანხმებიან. სამხედროები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა.

ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისია აცხადებს, არჩევნების გაყალბების მტკიცებულება არ არსებობს.

მსგავსი