აშშ-მა ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს სანქციები დაუწესა
აშშ-მა ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს სანქციები დაუწესა. შეზღუდვები „ამერიკის მოწინააღმდეგეებთან სანქციებით დაპირისპირების” შესახებ, კანონის ფარგლებში ხორციელდება. მის სამიზნეს კი, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის მხარდამჭერი ფიზიკური თუ იურიდიული პირები წარმოადგენენ.

სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დე ფაქტო სამინისტრო სრულად, ან გარკვეული ფორმით თანამონაწილეა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებში.

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ სწორედ აღნიშნული სამინისტრო ასრულებდა მნიშვნელოვან როლს ლუგანსკის ცალკეულ რაიონებში კონტროლის უზრუნველსაყოფად. აკავებდა და ემუქრებოდა იმ პირებს, ვინც მათთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებდა. სასანქციო სიაში მოხვდა სამი პირი, მათ შორის მინისტრი და ცხრა ორგანიზაცია, რომელთაც კავშირი აქვთ ყირიმის ანექსიასა და დონბასში არსებულ ვითარებასთან.