აშშ-მა კუბის რევოლუციური შეიარაღებული ძალების მინისტრის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
აშშ-მა კუბის რევოლუციური შეიარაღებული ძალების მინისტრის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

აშშ-მა კუბის რევოლუციური შეიარაღებული ძალების მინისტრისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

ამის შესახებ ამერიკული მედია სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც მაიკ პომპეომ განაცხადა, კუბის რევოლუციური შეიარაღებული ძალების მინისტრი და მისი ოჯახი ნიკოლას მადუროს რეჟიმს უჭერს მხარს.

ამასთან, ვაშინგტონი ლეოპოლდო სინტრა ფრიას და მის ორ შვილს ვენესუელაში ადამიანის უფლებების მასშტაბურ უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს. სწორედ ამიტომ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაწყვიტეს, რომ კუბელი მაღალჩინოსანი და მისი ოჯახი ე.წ. „შავ სიაში“ შეიყვანონ.