აშშ-მა კუბას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა
აშშ-მა კუბას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა

აშშ-მა კუბას ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციები დაუწესა. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და სანქციები გაგრძელდება.

ე.წ. შავ სიაში სახელმწიფო მაღალჩინოსნები და სამთავრობო დაწესებულებები მოხვდა, რომლებიც გასული თვის საპროტესტო აქციების დროს მოქალაქეთა უფლებების დარღვევაში არიან მხილებული, მათ შორის ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნებიც ფიგურირებენ.