აშშ-მა კარიბის ზღვის აუზში დააკავა კიდევ ერთი ნავთობტანკერი, რომელიც აკრძალული ნავთობის გადაზიდვაში იყო ეჭვმიტანილი
აშშ-მა კარიბის ზღვის აუზში კიდევ ერთი ნავთობტანკერი დააკავა. აშშ-ის სამხრეთ სარდლობის ინფორმაციით, ავიამზიდ Gerald R. Ford-იდან გაშვებულმა აშშ-ის ჯარისკაცებმა კარიბის ზღვაში ინციდენტების გარეშე დააკავეს ტანკერი „ოლინა“.
Marine Traffic-ის ცნობით, ტანკერი ვენესუელის მახლობლად, ტიმორ-ლესტეს დროშის ქვეშ მიცურავდა.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კრისტი ნოემის განცხადებით, ვენესუელიდან გასული ტანკერი ცდილობდა, აშშ-ის ძალებისთვის თავი აერიდებინა და ეჭვმიტანილი იყო აკრძალული ნავთობის გადაზიდვაში.
„მოჩვენება ფლოტები სამართალს ვერ გაექცევიან. ისინი ეროვნების გაყალბებით ვერ დაიმალებიან“, – განაცხადა კრისტი ნოემმა.
The world’s criminals are on notice.
Early this morning, the @USCG executed a boarding and seizure of the Motor Tanker Olina in international waters east of the Caribbean Sea. As another “ghost fleet” tanker ship suspected of carrying embargoed oil, this vessel had departed… pic.twitter.com/vvS3u3nrvl
— Secretary Kristi Noem (@Sec_Noem) January 9, 2026